logo
ENG



ინფექციონისტი: არის შეზღუდვები, რომელთა შემსუბუქებაც შესაძლებელია

25 იან 202112:47
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/25/h4juyy6u1392oho.png

ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების უფროსი მაია ზალდასტანიშვილი ამბობს, რომ არის შეზღუდვები, რომელთა შემსუბუქებაც შესაძლებელია.

კერძოდ, ზალდასტანიშვილის თქმით, ის თავიდანვე წინააღმდეგი იყო ტრანსპორტის ჩაკეტვის. ასევე როგორც ინფექციონისტი აღნიშნავს, შესაძლებელია რომ ე.წ. კომენდანტის საათმა 1 საათით გადაიწიოს.

"ჩემი აზრით, არის რაღაცები, რისი შემსუბუქებაც შესაძლებელია. კერძოდ, მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ტრანსპორტის ჩაკეტვის. 21:00 საათამდე კომენდანტის საათი ისახავს იმას, რომ არ მოხდეს ღრეობები გვიანობამდე. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება 1 საათით გადაიწიოს. სასწავლო დაწესებულებებში შესაძლებელია, იმიტომ, რომ ძალიან გაგვეწელა ლოქდაუნის პერიოდი",-ამბობს მაია ზალდასტანიშვილი.

22 იანვარს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობამ თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების გახანგრძლივება დააანონსა, კერძოდ, რამდენიმე ქალაქში აღდგება ტრანსპორტი და სწავლა სკოლებში, თუმცა დიდ ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქში ტრანსპორტი და სკოლები მარტამდე არ აღდგება. 

სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, გუშინ, 24 იანვარს აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან და მზიურის ბაღში.

დღეს, 25 იანვარს ამავე მოთხოვნებით აქცია გაიმართა განათლების სამინისტროსთან, 16:00 საათზე კი აქცია იგეგმება მთავრობის კანცელარიასთან.

სად რა შეზღუდვები იხსნება ან რჩება მარტამდე სრულად იხილეთ აქ.

 


close დახურვა